გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ხვალ მივიღებთ კანონს სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ

25-06-2019

„ხვალიდან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უმნიშვნელოვანეს თემებზე - მივიღებთ კანონს სასოფლო-სამეურნეო მიწის შესახებ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას უკეთესი, განვითარებული და მშვიდობიანი მომავლისთვის.

„დავამტკიცებთ განათლების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეხებათ ზუსტად ამ ახალგაზრდებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დავამტკიცებთ ცვლილებებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ და გავაგრძელებთ სვლას უკეთესი, უფრო განვითარებული და მშვიდობიანი მომავლისაკენ. ეს იქნება პარლამენტის დღის წესრიგი და მე კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ ყველა თქვენგანს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში, მშვიდი და საქმიანი პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, სამართლიანი პოლიტიკის ფარგლებში შევეცდებით, რომ ჩვენ ეს შედეგები განვახორციელოთ“,- განაცხადა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ.