გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოზურგეთში დღეს ოლიმპიადა 2019-ის დასკვნითი თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა

25-06-2019

23-28 ივნისის ჩათვლით გურია სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2019-ის ფინალურ დასკვნით თამაშებს მასპინძლობს. 

თამაშებში ჩართულია საქართველოს 1 700-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 100 000-მდე მოსწავლე, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში. 

ოლიმპიადა 2019-ის დასკვნითი თამაშების გახსნის ცერემონია დღეს ქალაქ ოზურგეთში გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ზვიად ზაალიშვილი, საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, ეკატერინე ბერულავა, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კონსტანტინე ამირეჯიბი, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაიმართა ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „გურიას“ კონცერტი.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ მასობრივ სპორტულ ღონისძიებას. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა არ არის მარტო თამაში გამარჯვებისთვის. ის უნიკალური შესაძლებლობაა იმისა, რომ მოსწავლეებმა გაიცნონ თანატოლები სხვა სკოლიდან, ქალაქიდან, რეგიონიდან, მიიღონ უზარმაზარი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, გამოიყენონ შესაძლებლობა, გაემგზავრონ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე. მინდა მადლობა გადავუხადო ამ მეტად საჭირო ღონისძიების ორგანიზატორებს, პროგრამის მხარდამჭერებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს“ - მიმართა გურიის მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ დამსწრე საზოგადოებას. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფედერაცია უკვე მე-5 წელია მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს მუნიციპალურ, რეგიონულ, ზონალურ და დასკვნით თამაშებს სპორტის შვიდ სახეობაში (3X3 კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გეზრბენი). 

გამარჯვებული გუნდები 2020 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე გაემგზავრებიან.