გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნათია თურნავა: ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები გვექნება

26-06-2019

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ახალი ევროპული მიმართულებით შეასრულებს პირდაპირ რეისებს.

როგორც WizzAir -თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მისასალმებელია, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ხელი მოეწერა შეთანხმებას ახალი ავიამიმართულებების დამატების შესახებ.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებით ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით, პირველად ისტორიაში, გვექნება პირდაპირი ფრენები. როგორც იცით, სკანდინავიაში საქართველოს მონახულების მიმართ მზარდი ინტერესია და აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ ამ ქვეყნებიდანაც მივიღოთ ტურისტები. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკების, რომელიც წარმატებით დასრულდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ. 

შესაბამის შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.