გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის იზოლატორი რვა აქტივისტმა დატოვა

26-06-2019

თბილისში, 21 ივნისს დაკავებული აქტივისტები, რომლებიც ადმინისტრაციულ სახდელს გორის იზოლატორში იხდიდნენ, გათავისუფლდნენ. 8-ვე აქტივისტმა წინასწარი დაკავების საკნები დატოვა.


ადვოკატი თამარ თედლიაშვილი, რომელიც 2 მათგანს იცავდა, ამბობს რომ ისინი გორში იმიტომ გადაიყვანეს, რომ თბილისში წინასწარი დაკავების იზოლატორში ადგილები აღარ იყო.


"მე ორ მათგანს ვიცავდი. სასამართლო პროცესები სხვადასხვა დღეებში მიმდინარეობდა ყველა პროცესი ორშაბათს 24 ივნისს დასრულდა. გამოძიება აქციის მონაწილეებს ხულიგნობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედავებოდნენ. დაკავებულების ინტერესების დამცველებმა ეს სააპელაციო სასმართლოში გავასაჩივრეთ. მოსამართლე ლევან მურუსიძემ 8-ვე დაკავებულს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა შეუმცირა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა" - ამბობს თედლიაშვილი.


20 ივნისს თბილისში რუსთაველის გამზირზე სულ 305 დემონსტრანტი დააკავეს. აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის გამოსვლა აპროტესტებდნერნ, რა დროსაც აქციის მონაწილეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სპეც-რაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.





https://www.qartli.ge/