გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა

26-06-2019

ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი გარდაიცვალა.


ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმი გიორგი აბესაძე აცხადებს, 52 წლის ქალი, რომელსაც სხეული მძიმე დამწვრობა ჰქონდა, წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვლილი აფეთქებაში ეჭვმიტანილის დედაა.


ამ დრომდე კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია. თბილისში მკურნალობს ათი წლის გოგონა.


რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა აფეთქებაში ეჭვმიტანილი 31 წლის მამაკაცი და ოჯახის ახლობელი 33 წლის ქალი, მათ სხეული მძიმე დამწვრობა ჰქონდათ.

აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.



https://www.interpressnews.ge/ka/