27-06-2019
ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში ახალი საწარმოები დაათვალიერა.
პროექტების ნაწილი "აწარმოე საქართველო"-ს ფარგლებში დაფინანსდა, ნაწილი უცხოური ინვესტიციაა, ხოლო ასევე განხორციელდა რეინვესტირება.
ირაკლი ტაბაღუამ დღეს 7 საწარმო დაათვალიერა, მათ შორის არის ავეჯის, მარილის, ცემენტის, ბითუმის, პლასტიკის, ლითონ კონსტრუქციების და მეტალო კონსტრუქციების.
"ეს არის სხვადასხვა დროს, ძირითადად კი 2018-2019 წლებში განხორციელებული ინვესტიციები. მიუხედავად იმისა რომ დღევანდელ რეალობაში საწარმოების დიდი ნაწილი ავტომატიზირებულია და ნაკლებ მუშახელს მოითხოვს მინდა, თუნდაც ამ საწარმოებმა უკვე დაასაქმა რამდენიმე ათეული ადამიანი. ზოგ საწარმოში თანამშრომლის ხელფასი 1500 ლარს აღწევს, საშუალოდ კი 1000 ლარამდეა მათი ანაზღაურება. სულ ჯამში, მხოლოდ ამ შვიდ საწარმოში, რუსთავში 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება", - განაცხადა რუსტავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.