გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს - ექსპერტები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებენ

29-12-2017

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება კიდევ 2 თეთრით დაეცა და დღეს 2.61 შეადგენს. ეროვნული ვალუტა 4 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით და დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი ევროს შესაძლენად 3.8 საჭირო.

ექსპერტები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას პროგნოზირებენ. მათი თქმით, მთავრობას ახალ წლამდე დარჩენილ დღეებში 300 მილიონი აქვს გასახარჯი, რაც ეკონომისტების შეფასებით, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიუჯეტის დაგეგმარების პრობლემაა.

„ერთი კვირის წინ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 300 მილიონით გაეზარდა ხარჯები. დარჩენილ დღეებში ხელისუფლებას უწევს აითვისოს თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. ნახევარი მილიარდი ლარის გამოშვება ბაზარზე გამოიწვევს უკვე იმას, რომ დღეს დაიწყებს ლარი გაუფასურებას. მსგავსი ინტერვენცია, რაც განახორციელა ხელისუფლებამ, მიმაჩნია, რომ არის არასწორი,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

წყარო: newposts