გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის სარგებელი საგზაო უსაფრთხოება იქნება

27-06-2019

2012 წლიდან დღემდე, ქვეშეთსა და კობს შორის გზის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა. ეს მარშრუტი საშიშია სერპანტინის, ვიწრო და ბნელი გვირაბების, ერთი სავალი ზოლის ხშირი დაკეტვის, ბუნებრივი მოვლენებისადმი სიმყიფისა და მზარდი სატრანსპორტო მოძრაობის გამო.


დაგეგმილი 23 კმ-ანი ქვეშეთი-კობის შემოვლითი გზა ბევრად უსაფრთხოა. სატვირთო მანქანებს აღარ მოუწევთ ჯვრის უღელტეხილის ურთულესი მონაკვეთის დაძლევა. სანაცვლოდ, გამოიყენებენ 2 ზოლიან, შემოვლით გზას, რომელიც თანამედროვე უსაფრთხოების ნორმებით აშენდება და ექნება დამატებითი ზოლი ნელი სვლით მოძრავი ტრანსპორტისთვის.


გზა მთელი წლის მანძილზე იფუნქციონირებს მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად. ამავდროულად, არსებული საავტომობილო გზა გათავისუფლდება სატვირთო მანქანებისგან და ჩაუტარდება უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოები, რაც გუდაურსა და სტეფანწმინდაში მოგზაურობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სტუმრებისთვის სასიამოვნოს და უსაფრთხოს გახდის.