მათი განცხადებით, 2017 წლის 1 იანვართან შედარებით დედამიწის მოსახლეობა 78,5 მილიონით გაიზრდება, მატება 1,07%-ს შეადგენს.
მანამდე ბიუროს მიერ გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს მსოფლიოში 9 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.
მე-11 საუკუნის დასაწყისში დედამიწაზე 310 მილიონი, 1900 წელს - 1,6 მილიარდი, 1999 წელს კი 6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. 7-მილიარდიან ნიშნულს დედამიწის მოსახლეობამ 2011 წელს მიაღწია.
წყარო: digest.ge