გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ძლიერმა წვიმამ მახინჯაურში ცენტრალური საავტომობილო გზა დატბორა (ვიდეო)

29-06-2019

ძლიერი წვიმის შედეგად მახინჯაურის ცენტრალური საავტომობილო გზა დაიტბორა. გართულებულია ავტომობილების გადაადგილება.


როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს ძლიერი წვიმის დროს საავტომობილო გზა სულ იტბორება. ისინი აცხადებენ, რომ მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე არხებია.


უხვი ნალექის შედეგად ბათუმში ე.წ ჭაობის დასახლებაში ცალკეულ ქუჩებზე წყლის მასა ცენტრალურ გზაზე გადავიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის 20-მდე შეტყობინებაა შესული. როგორც უწყებაში განაცხადეს, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ე. წ ჭაობის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლების სარდაფებიც დაიტბორა.


გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.



imedinews.ge