გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში ნაციონალების აქტივისტს ტურისტი თავს დაესხა და შუბლის არეში ჭრილობა მიაყენა

29-06-2019

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ტურისტი თავს დაესხა და შუბლის არეში ჭრილობა მიაყენა. ამის შესახებ პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში განაცხადეს.


პრესამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქე იყო, შს სამინისტროს განმარტებით კი ესტონეთის.


როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა აქტივისტს გიორგი დიასამიძეს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ის ოფისიდან გამოვიდა და შეკვეთილში აქციაზე მიდიოდა. მისივე თქმით, თავდამსხმელი აქტივისტს რუსულ ენაზე აგინებდა. ქამადაძე ვარაუდობს, რომ ეს სუსის მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო


"არ ვიცი პრესამსახურმა რა ინფორმაცია მოგაწოდა, მაგრამ ოფიციალურ განცხადებებში არსად გვითქვამს რომ ეს რუსი ტურისტი იყო. ის იყო რუსულენოვანი ადამიანი. ის რუსულად საუბრობდა, რუსულად მიმართავდა და აგინებდა ჩვენს მეგობრებს. ასე რომ ის იყო რუსი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ზუსტად არ ვიცი. ადგილი გვაქვს მიზანმიმართულ პროვოკაციასტან, ის რომ ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე არ ნიშნავს იმას რომ სუსი არ იდგეს მის უკან, ამიტომ პასუხები გვჭირდება. ოფისიდან ჩვენი აქტივისტები მანქანით დაიძრნენ შეკვეთილისკენ. გზად საეჭვოდ ჩაუდგა სხვა მანქანა, რომელიც მხოლოდ ჩვენს მეგობრებს არ ატარებდა. მოახერხეს გვერდის ავლა და მოუწოდეს მოძრაობის წესებს ნუ არღვევდა. ამის შემდეგ ის მანქანა კვლავ ჩაუდგა და არ გაატარა. იქიდან გადმოვიდა ერთი პირი რომელიც რუსულად აგინდებდა, გიორგი დიასამიძეს კი შუბლის არეში დაარტყა, მას ჭრილობა აქვს, გადაყვანილია საავამყოფოში და ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. იმდენად საეჭვოდ ვიტარდებოდა მოვლენები, სავარაუდოდ პროვოკაციაა, პროვოკაციული ქმედების უკან კი დგას სუსი,“- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, მუხლით დაიწყო. უკვე გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები.



imedinews.ge