გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსში მესხურმა ღვინომ ბრინჯაოს დიპლომი აიღო

29-06-2019

ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსში, 120 კომპანია მონაწილეობდა, გიორგი ნათენაძის „მესხურმა წითელმა“ ბრინჯაოს დიპლომი მიიღო.


ასოციაცია „ქართული ღვინოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 21 და 22 ივნისს ჩატარდა.


„შეიძლება ითქვას მე კმაყოფილი არ ვარ, მეტს მოველოდი, მაგრამ კარგია. მესხური ღვინის გემო განსხვავებულია და ამას დრო სჭირდება რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს“, – ამბობს გიორგი ნათენაძე.


გამარჯვებულები უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებმაც ორი დღის განმავლობაში 120 კომპანიის 332 ნიმუში გაისინჯა და შეაფასა. ჟიურის თავმჯდომარე საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო.


წელს პირველად კონკურსის ჟიურის შეუერთდა გერმანელი ენოლოგი, ღვინის მცოდნე, გერმანიის ეროვნული ღვინის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, დოქტორი, გეორგ ბინდერი.


„პირველი ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის შემდეგ, ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და კონკურსის მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ; კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელი ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში.
2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე“, – წერია ასოციაცია „ქართული ღვინოს“ვებგვერდზე.


ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა. წელს, 2017 წელთან შედარებით კონკურსზე, 85%-ით მეტი ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი.


კონკურსში გამარჯვებულ ნიმუშებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცემათ.




sknews.ge