« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
29-06-2019
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
საკონსტიტუციო ინიციატივა - ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.
პრეზენტაცია 1-ელ ივლისს, 14:00 საათზე , სასტუმრო ,, შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება“-ნათქვამია განცხადებაში.