გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდის მერის ახალ მოადგილეებს შეხვდა

30-06-2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ახალ მოადგილეებს - გიგა ფარულავასა და კონსტანტინე კაკავას ზუგდიდის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მერის მოადგილეებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.


,,მისასალმებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდა, ნიჭიერი, ღირსეული პროფესიონალების წარმოჩენა - კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! მჯერა, ღირსეულად უხელმძღვანელებთ მუნიციპალიტეტს და შეუქცევად პროცესად აქცევთ ახალგაზრდების, წარმოჩენასა და მათ ჩართვას მუნიციპალიტეტის განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესებში“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.


შეხვედრაზე ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებსა და უწყებების კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრეს, ასევე მიმოიხილეს ზუგდიდში მიმდინარე პროექტები.


ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ, ახალი მოადგილეები გუშინ წარადგინა. პირველი მოადგილის პოზიცია გიგა ფარულავამ დაიკავა, მოადგილედ კი კონსტანტინე კაკავა დაინიშნა.


გიგა ფარულავა მერიაში ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ხოლო კონსტანტინე კაკავა სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს გაუწევს კურირებას.