გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

20 ივისის ღამით დაშავებულთაგან 5 ადამიანი კვლავ საავადმყოფოებში რჩება

1-07-2019

აქციის ღამეს დაშავებულთაგან 5 ადამიანი კვლავ საავადმყოფოებში აგრძელებს მკურნალობას. 

დღეს დილით ერთი ადამიანი გერმანიაში, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაემგზავრა სამკურნალოდ.

46 წლის მამაკაცი კი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

„50 წლამდე მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა მართვით სუნთქვის აპარატზე, მოხსნილია აპარატიდან. პაციენტი არის კონტაქტური. ოჯახის წევრებთან და ექიმებთან შედის კონტაქტში. რჩება რეანიმაციაში, უწყვეტი მონიტორინგის ქვეშ“ , - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამეს დაშავებული ადამიანების მკურნალობას ფონდი „ქართუ“ სრულად აანაზღაურებს.