გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

აფხაზეთში მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა

1-07-2019

აფხაზური მხარის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, რეგიონი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. 

რეგიონში არც საკვების და არც მედიკამენტების მარაგები აღარ არის.

ამოწურულია ცოფის ვაქცინაც, რომელსაც უპატრონო ძაღლებისგან დაკბენილი 4 ადამიანი სასწრაფოდ ითხოვს. 

დახმარებას ითხოვენ ონკოლოგიური პაციენტებიც.

„გალის ტერიტორიაზე არის ცოფი და ადამიანებს არ უშვებენ ზუგდიდისში მედიკამენტებისთვის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ავადმყოფები“, - განაცხადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელმა.