გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გურიაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ

1-07-2019

გურიის რეგიონში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ.


ისინი ბენეფიციარებს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.


„მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერისთვის, რომელთანაც წლებია, ვთანამშრომლობთ. ისინი არა მარტო ეტლების, არამედ სხვადასხვა სოციალური ტიპის დახმარებას უწევენ ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ბენეფიციარებს. აღნიშნული დახმარება ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურში მცხოვრებ 43 ბენეფიციარს გაეწია. ასოციაციამ დღემდე გურიის რეგიონში 600-ზე მეტი ეტლი დაარიგა“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.



https://1tv.ge/