გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

FAO-მ ქალაქ ბათუმში სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამა წარადგინა

3-07-2019

2-3 ივლისს, ქალაქ ბათუმში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონულ კონფერენციაზე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამის (GIAHS) პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, ევროპისა და აზიის რვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  ხატია წილოსანმა და საქართველოში FAO-ს  წარმომადგენელმა,  მამუკა მესხმა გახსნეს.


მისასალმებელ სიტყვაში ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების ფონზე ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამის (GIAHS) რეგიონული მასშტაბით დანერგვის მნიშვნელობაზე და აღნიშნულ პროცესში სამინისტროს აქტიურ ჩართულობაზე.


GIAHS-ის პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების, სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას, ასევე დაეხმარება ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის პროცესში.


როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს რეგიონული ქსელი გლობალური მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის სისტემებთან დაკავშირებულ თემებზე სამუშაოდ და კლიმატის ცვლილებებზე ცოდნისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.


GIAHS-ის დიალოგში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცეგოვინას,  იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, ესპანეთის და ტაჯიკეთის წარმომადგენლები.