3-07-2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობის, სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა დასაზღვაო აკადემიის უშუალო ჩართულობით, მეზღვაურების პროფესიული ზრდა-განვითარების მიზნით, მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესიგადაწყვეტილება, რაც გულისხმობს საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის და მოქმედი სტუდენტებისთვის სასწავლო-საწვრთნელისერტიფიკატების უფასოდ გაცემას.
კერძოდ:
ა) გამომდინარე იქიდან, რომ მეზღვაურთა საზღვაო 6-თვიანი პრაქტიკა საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია და ეთმობა 30 კრედიტი, საზღვაო პრაქტიკისთვის კი აუცილებელია თეორიული ცოდნის გარდა კონკრეტული საწვრთნელი კურსების გავლა, ბათუმის სახელმწიფოსაზღვაო აკადემიამ გადაწყვიტა, აკადემიის სტუდენტებისთვის პრაქტიკისთვის სავალდებულო ქვემოთ ჩამოთვლილი კურსები უფასოდჩაატაროს:
ა) Personal Survival Techniques 1.19 / პირადი გადარჩენის მეთოდები;
ბ) Fire Prevention And Fire Fighting 1.20 / ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა;
გ) Elementary First Aid 1.13 / ელემენტარული პირველადი დახმარება;
დ) Personal Safety And Social Responsibilities 1.21 / პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა.
ბ) მეზღვაურთა დასაქმებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა - მის გარეშე მეზრვაურების შანსი, დასაქმდნენ წამყვან და პრესპექტიულ კომპანიებში, ძალიან დაბალია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბათუმის სახელმწიფოსაზღვაო აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარ ბაზაზე ყველა მსურველ მეზღვაურს უფასოდ ჩაუტაროს ინგლისური ენის შემსწავლელიორთვიანი კურსები. კურსებს გაუძღვებიან საზღვაო აკადემიის პროფესორები (აკადემიური პერსონალი).
კურსების ორგანიზებულად წამართვის მიზნით გამოცხადდება რეგისტრაცია მიმდინარე წლის 8 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით (ბათუმისსახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრში, მისამართი: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N2), რის შემდეგაც შეიქმნება სპეციალური ჯგუფები და დაიწყება მეცადინეობები.
გ) აკადემია ასევე ითვალისწინებს იმ პირების მდგომარეობას და საჭიროებებს, ვინც დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, აიღოშესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის სერტიფიკატი, მაგრამ ვერ მოახერხა დასაქმება. შესაბამისად, საზღვაო აკადემია საკუთარკურსდამთავრებულებს, რომლებსაც მეზღვაურის სერტიფიკატები უკვე აღებული აქვთ და ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ დასაქმდნენ, შესაბამის პოზიციაზე საწვრთნელ კურსებს ჩაუტარებს უფასოდ. აღნიშნული შეღავათებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმაუნდა მიმართონ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ზემოთაღნიშნული შეღავათები/აქციები არ არის ერთჯერადი დამიიღებს პერმანენტულ ხასიათს.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაა დააცნობიერებს თავის მნიშვნელობას საზღვაო სფეროს განვითარების საკითხში. წლების განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას თავისი წვლილი შეაქვს მეზღვაურთათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში, მათი წინსვლისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.