გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჭოპორტში ძაღლი მავთულით ჩამოკიდეს და ხელკეტით ყბის ძვლები დაუმტვრიეს

4-07-2019

ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი, თამაზ ელიზბარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ითხოვს, რომ სოფელ ჭოპორტში ძაღლის წამების საქმე გამოიძიონ. მისი თქმით, სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია ფაქტისა და იმ ადამიანის ვინაობის შესახებ, ვინც ეს ჩაიდინა. 


"მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს !!!
გუშინ სოფელ ჭოპორტში სადისტურად ნაწამები ჰასკის შესახებ კონფედენციალურმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, კერძოდ ჯალათის სახელი, გვარი და სურათი. 
მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს მისი სახე, გვარი და სახელი, რადგან შსს-ოს იმედი ნაკლებად გვაქვს რომ დასჯის დამნაშავეს.(მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასეთ დანაშაულზე სულ ახლახანს გაამკაცრეს) 
სოფელ ჭოპორტის მცხოვრები, არსენა ვეშაგური, რომელმაც თანამზრახველ ვინმე გოგიტასთან (ზედმეტსახელად კოსტა) ერთად მავთულით ჩამოკიდა ეს ჰასკი და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.
ძაღლი ქალბატონ ელენე ათაბეგაშვილმა წუხელ გვიან ჭოპორტიდან ჩამოიყვანა ჩვენთან თავშესაფარში. 
დილით გვყავდა ვეტ-კლინიკა აიბოში. ყბის ძვლები სულ დალეწილია. ჭამას ვერასოდეს შეძლებს. თუ სასწაული არ მოხდა მოგვიწევს ძაღლის დაძინება" - წერს თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფრის "ფეისბუქ" გვერდზე.


ის ასევე აქვეყნებს ფაქტის სავარაუდო ჩამდენის ფოტოსაც.