გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შავ ზღვაში ფრანგული სადაზვერვო გემი შევიდა

4-07-2019

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი სადაზვერვო გემი „Dupuy De Lome“, ბოსფორის სრუტის გავლით, შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა.

აღნიშნული ხომალდი განკუთვნილია რადიო-ელექტრონული დაზვერვის განსახორციელებლად.


"Dupuy De Lome" აღჭურვილია ორი სანავიგაციო რადიოლოკაციური სადგურით, თანამგზავრული კავშირის სისტემით, რადიოლოკაციური იდენტიფიკაციის და დასხივების აპარატურით, ასევე რადიო და რადიო-ტექნიკური დაზვერვის კომპლექსით.


ხსენებული აპარატურა გემს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს, პელენგაცია განახორციელოს და ტექნიკური ანალიზი ჩაატაროს, ასევე გადაიჭიროს, მოუსმინოს სხვადასხვა კავშირის არხებს (მათ შორის თანამგზავრულს).


გარდა ამისა, აქვს შესაძლებლობა გადაიჭიროს ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე მეთოდები, ელექტრონული ფოსტიდან დაწყებული, მობილური ტელეფონების მოსმენით დასრულებული.


აღნიშნული ხომალდი უკანასკნელად შავ ზღვასი 2015 წელს იმყოფებოდა. გარდა ამისა, იგი იყო 2014 წლის აპრილში, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა.


დღესდღეობით შავ ზღვაში ამერიკულ-უკრაინული სწავლება „Sea Breeze 2019” მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს დაახლოებით 30 გემი, 30 საფრენი აპარატი და 900-ზე მეტი სამხედრო.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხსენებულ სწავლებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიმდინარე წვრთნები ეს არის „საშიში იდეა“, რომელსაც მათი მხრიდან აუცილებლად მოჰყვება საპასუხო ზომები.




https://pia.ge/