გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გონიოს ტერიტორიაზე იშვიათი სახეობის მონეტები აღმოაჩინეს

5-07-2019

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.


სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს და სპეციალისტებმა სხვადასხვა სახის კერამიკული ნაკეთობები აღმოაჩინეს. ნაპოვნია ასევე მინისა და ლითონის ნაკეთობანი, ასევე ვერცხლის 7 და 2 ბრინჯაოს მონეტაც, სპეციალისტების განმარტებით, მათგან ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.


არქეოლოგიური სამუშაოები ერთდროულად 4 უბანზე მიმდინარეობს. გათხრებში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.


პარალელურად მიმდინარეობს არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოები, დასრულდა ციხის ორი კოშკის რესტავრაცია.



https://imedinews.ge/ge/