გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავში ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი გაიხსნა

5-07-2019

რუსთავში გიორგი ჭყონდიდელის სახელობის დასახლებაში ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი გაიხსნა.


სერვისცენტრი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის. რუსთაველები აქ, ქალაქის მერიაში მიუსვლელად შეძლებენ მერიის სოციალური პროგრამებით სარგებლობას, მშენებლობის და მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, ბინის პრივატიზებას, აუქციონის, თუ იჯარის შესახებ განაცხადის გაკეთებას და სხვა მუნიციპალური მომსახურების მიღებას.


სევრვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული ტექნიკით და აიდი ბარათის წამკითხველი მოწყობილობით, რაც რუსთაველებს, სხვა საჯარო უწყებების სერვისებით სარგებლობის და პორტალ My.gov.ge-ზე წვდომის საშუალებასაც მისცემს. სახელმწიფო სერვისების დისტანციურად მისაღებად, მოქალაქეებს მხოლოდ აიდი ბარათი დასჭირდებათ. აქვე, ჭყონდიდელის სახელობის დასახლებაში მცხოვრები რუსთაველები, ქალაქის მერთან შეხვედრის დაგეგმვასაც შეძლებენ.


"ეს პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში იყო განსაზღვრული, თუმცა პროექტის მიმდინარეობისას გარკვეული ჩასწორებები მოხდა ხელშეკრულებაში, მაგრამ პროექტის არსისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე რუსთავის მუნიციპალტეტმა თავის თავზე აიღო ამ სერვისცენტრის აშენება. მნიშვნელოვანია, რომ ჭყონდილის დასახლების მცხოვრებლებმა ყველა ის სერვისი მიიღოს, რომლითაც სარგებლობენ ისინი სხვადასხვა მიმართულებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს სერვისები თავიდან ბოლომდე მორგებული იყოს მოსახლეობაზე. ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი მოსახლეობასთან მჭიდროდ თანამშრომლობისთვის"- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.


" ჭყონდიდელის დასახლებაში ძალიან კარგი საჩუქარი გამოუვიდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, გაიხსნა მუნიციპალური სერვის ცენტრი, სრული კომფორტით და შესაბამისი მომსახურეობით. ყველა ახალი ინიციატივა და კარგი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჭყონდიდელის დასახლება დეფიციტს განიცდიდა ამგვარი კარგი პროექტების და ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრი საინტერესო და საჭირო პროექტი განხორციელდა. მინდა მივულოცოთ მოსახლეობას ეს კარგი შენაძენი" - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.


შენობა ევროკავშირის პროექტის-,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში დაპროექტდა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა. შენობის შიდა დიზაინზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და რუსთაველმა არქიტექტორებმა Co-Design-ის მეთოდით იმუშავეს.


სერვისცენტრის გახსნას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.



https://inforustavi.ge/