გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სენაკში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო პერსპექტივების პრეზენტაცია გაიმართა

5-07-2019

დღეს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლაზარე 2015-ის’’ ახალ ოფისში ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე სოლომონიამ, დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო პერსპექტივების პრეზენტაცია გამართა.


ღონისძიებას, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარიმართა, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


პრეზენტატორმა ისაუბრა ცენტრის დაარსების ისტორიაზე, მომსახურეობასა და მიზნებზე. აღსანიშნავია, რომ ცენტრში, რომელიც გათვლილია 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე 15 ბენეფიციარზე, აღსაზრდელებს მიეწოდებათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება მათი შესაძლებლობების, ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც მოზარდების ყველა უნარის განვითარებას მოიცავს.


ცენტრის მიზანია თავისი საქმიანობით საზოგადოებას დაანახოს, რომ შეზღუდული უნარები არ არსებობს და რომ მათი აღსაზრდელები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ცენტრთან და მხარდაჭერას უცხადებს მას ამ უნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში.