გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რომის პაპმა მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ დევნილებს

29-12-2017

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ჩატარდა საშობაო მესა, რომელშიც რომის პაპი ფრანცისკე მონაწილეობდა. თავის სიტყვაში მან მსმენელებს მიგრანტებისა და დევნილების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

პაპმა ყველა კათოლიკეს შეახსენა, რომ რწმენა მათ ავალდებულებს, კარგად მოექცნენ სხვა ქვეყნის ადამიანებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი მიგრანტი საკუთარი ქვეყნიდან თავის ნებით არ გადასახლებულა. პაპის თქმით, ბევრი პოლიტიკური ლიდერი „მატრტივად ღვრის საკუთარი მოქალაქეების სისხლს“.

 

კათოლიკური ეკლესიის მეთაური, რომელიც თავად არგენტინაში იტალიელების ოჯახშია დაბადებული, უკვე არაერთხელ გამოვიდა დევნილებისა და მიგრანტების მხარდასაჭერად. 2017 წლის აპრილში მან განაცხადა, რომ მრავალი ცენტრი, სადაც დევნილები ცხოვრობენ, საკონცენტრაციო ბანაკებს ჰგავს და ევროპელ ლიდერებს ამ პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდა.

 

გაეროს მონაცემებით, 2017 წელს, ევროპაში მოხვედრის მიზნით, დაახლოებით 160 ათასმა ადამიანმა სიცოცლის რისკის ფასად გადალახა ხმელთაშუა ზღვა. მათ შორის დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაიღუპა.

https://jam-news.net/?p=77757&lang=ka