გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის ეზოში კაცის ცხედარი იპოვეს

6-07-2019

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე 29-ე საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.


როგორც ადგილობრივები ყვებიან, უსიამოვნო სუნს რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობდნენ.


„დიდი ხანია, ვგრნობდით უსიამოვნო სუნს და დღეს გაირკვა რომ სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იყო. ცხედარი ისეთ ადგილზე იყო ნაპოვნი, რომ თუ სწავლა არ არის, იქ არავინ მივიდოდა. დღეს ეზოს გათიბვის დროს, მთიბავებმა ცხედარი შემთხვევით იპოვეს და პოლიციამ გადაასვენა”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სულხან საბას ქუჩის მცხოვრებმა, ნათია გურგენიძემ.


შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.