29-12-2017
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 59 169 130 ლარი დაიხარჯა.
ყველაზე მეტი თანხა 45 393 555 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიხარჯა, დაიგო და რეაბილიტირდა 207,45 კმ გზა.
საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 3.461.313 ლარი დაიხარჯა. აშენდა 3 ახალი საბავშვო ბაღი, 34 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ახალი კორპუსების მიშენება 4 საბავშვო ბაღზე განხორციელდა.
მხარის მასშტაბით, კულტურული ობიექტების მშენებლობა – რეაბილიტაციაზე 216 767 ლარი დაიხარჯა. ვანში კალისტრატე ცინცაძის სახლ–მუზეუმისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა, ხონში სამხატვრო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საჩხერეში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამხატვრო–სამუსიკო სკოლა გაიხსნა.
აშენდა და მოეწყო 35 სპორტული მოედანი და მინი სტადიონი, ხოლო 55 სპორტულ მოედანს ნაწილობრივი ან სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა რეგიონში აშენდა საჭიდაო და ძალოსნობის დარბაზები და ასევე, სრულად რეაბილიტირდა ტყიბულის საცურაო აუზი. სრულად, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და რეაბილიტაციაზე 2 055 627 ლარი დაიხარჯა.
წყარო:newpress