7-07-2019
დღეს, ჟიული შარტავას სახელობის პარკის ახლადრეაბილიტირებულ სპორტულ სტადიონზე, დასრულდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით გამართული ტურნირი მინი ფეხბურთში.
მოყვარულთა შორის ჩატარებული შეჯიბრი, რომელშიც 8 გუნდი ჩაება, კენჭისყრის ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა.
ფინალურ მატჩში ერთმანეთს ,,იუვე“ და ,,ვიკინგები“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა ,,იუვეს“ გამარჯვებით - 5:0 დასრულდა. გუნდი მოყვარულთა ტურნირის 2019 წლის გამარჯვებული გახდა და თასი გადაეცა.
შეხვედრას მინი ფეხბურთში, რომელიც 24 ივნისს დაიწყო და დღეს, ფინალური მატჩით დასრულდა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.