გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივითმ ინწრას ჩანჩქერამდე მიმავალი ბილიკი მოწესრიგდება

7-07-2019

კამპანიას ,,გაატარე ზაფხული საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უერთდება. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ტურისტებს სამეგრელოსა და სვანეთის საოცარ ადგილებში იწვევს და ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის კამპანიაში თავად ერთვება. ალექსანდრე მოწერელიამ ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობა დაათვალიერა.

ხეობაში 32 მეტრიანი ჩანჩქერი, მღვიმე და კანიონია. ჩანჩქერი და კანიონი ჩაფლულია ხავსებისა და საუკუნოვანი ხეების წალკოტში, რომელიც საოცარ სანახაობას ქმნის. მომავალ კვირას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და მოხალისეებთან ერთად ხეობამდე მისასვლელი ბილიკების მოწესრიგებას და გაწმენდას გეგმავს.

,,ჩვენ ვიმყოფებოდით ინწრას ხეობაში, ინწრას ჩანჩქერთან - ეს არის სამეგრელოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. ღირშესანიშნაობა, რომელიც ალბათ ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ იცის. მომავალ კვირას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას არსებული ბილიკების მოწესრიგებაში და იმ ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფაში რაც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გაუადვილებს აქ, ამ ადგილას მოსვლას და ამ შესანიშნავი ხეობის დათვალიერებას. მოგიწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს, ვინც არ ყოფილხართ და არ გინახავთ ეს ადგილები ეწვიოთ მას, სამეგრელო-ზემო სვანეთში არის ძალიან ბევრი ლამაზი და ანალოგიური მნიშვნელბის ღირშესანიშნაობა“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

რეგიონის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის კამპანიაში ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციაც, რომელიც წამყვანი ტურისტული ოპერატორებისთვის ტურნეს მართავს.