გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი ბოლნისის რაიონს ეწვივნენ

9-07-2019

პარლამენტის წევრები სოფო კილაძე და გოგი მეშველიანი, გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისის რაიონს ეწვივნენ. სტუმრებმა ბოლნისში, ევანგელისტურ-ლუთერულუ ეკლესია დაათვალიერეს და ადგილობრივებს შეხვდნენ.

სამრევლო სახლში შეხვედრაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელჩთან ერთად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების შესახებ იმსჯელეს და მრევლის უხუცესი წევრები გაიცნეს, რომლებმაც შვაბური დიალექტი შემოინახეს.

მოგვიანებით დეპუტატებმა და გერმანიის ელჩმა, ის ისტორიული შენობა-ნაგებობა მოინახულეს, რომელსაც რეაბილიტაცია ქართულ-გერმანული ფინანსური მხარდაჭერით უტარდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შენობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მულტიკულტურული ცენტრი გაიხსნება.

სტუმრებმა დღესვე, ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, ბოლნისის ახალგახსნილი მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც არა ერთ საინტერესო და უნიკალურ ექსპონატი განთავსდება.

ბოლნისში, სტუმრებს მეგზურობა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გაუწია.