გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ძაღლებს შიმშილით ხოცავენ? - რა ხდება ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში

9-07-2019

ქუთაისში, წყალწითელას ცხოველთა თავშესაფარში არსებულ ვითარებას, ცხოველთა დამცველები აპროტესტებენ.


ცხოველთა დამცველის თქმით, ქუთაისში წყალწითელას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცხოველთა თავშესაფარი, საჩხერის, ჭიათურის, ბორჯომის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს არაკეთილსინდისიერად ემსახურება.


"საშინელ პირობებში ჰყავთ ძაღლები, არ აჭმევენ, არ ასმევენ და შიმშილით ხოცავენ. ძაღლების ვოლიერები კი იმდენად პატარაა, რომ ცხოველები უჰაერობით იღუპებიან. წესით, ამათ აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან ძაღლები უნდა მოჰყავდეთ, კასტრაციას უკეთებდნენ და ისევ მუნიციპალიტეტებში უნდა აბრუნებდნენ, თუმცა ესენი დაჭერილ ძაღლებს ქუთაისთან ახლოს ტყეში უშვებენ, ან კიდევ შიმშილით კლავენ,"- აცხადებს თემურ ლაჭყეპიანი.


თავშესაფრის მეპატრონე, ცხოველთა დამცველების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.


მისი თქმით, ძაღლებს დღეში სამჯერ აჭმევს და იდეალურ პირობებში ჰყავს.


https://pia.ge/