გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რეგიონ ფეშენ ვიქი გორის ციხესა და ხურვალეთში აღარ გაიმართება

9-07-2019

,,რეგიონ ფეშენ ვიქის ფარგლებში“ დაგეგმილი ჩვენებები გორის ციხეზე და საოკუპაციო ხაზთან აღარ გაიმართება. ამის შესახებ qartli.ge-ს პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ინგა სიორიძემ განუცხადა.


სიორიძე ამბობს, რომ ცვლილებების მიზეზი ტექნიკური საკითხებია. მისივე ინფორმაციით, საბოლოოდ, ღონისძიებების გამართვის სამი ახალი ლოკაცია შეირჩა.


ესენია: გოგებაშვილის ქუჩა, ერისთავის სახელობის თეატრი და კულტურისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“.


,,საოკუპაციო ხაზთან ვგეგმავდით პერფორმანსს და მერე მონაწილეები და სტუმრები უნდა წამოგვეყვანა გორში. ჩამოვყალიბდით, რომ ტექნიკურად გართულდებოდა ეს, ისევე, როგორც გორის ციხეზე ჩვენების გამართვა.“-უთხრა სიორიძემ qartli.ge-ს.


გორი მოდის ფესტივალს 20, 21 და 22 ივლისს უმასპინძლებს. ჩვენებებში მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დიზაინერები მიიღებენ. მოდელები მშვიდობის თემაზე შექმნილ ტანსაცმლის კოლექციას მოირგებენ.


ორგანიზატორების თქმით, ასევე დაგეგმილია ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და კონცერტი, სადაც დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. „რეგიონ ფეშენ ვიკი“ ანტისაოკუპაციო ხასიათს ატარებს და ის გორის მერიის მხარდაჭერით იმართება.



https://www.qartli.ge/