გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლევან დავითაშვილმა LEADx Change-ის გამარჯვებულებს ღვინის ტრადიცია გააცნო

9-07-2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა LEADx Change პროგრამის გამარჯვებულებს უმასპინძლა.


LEADx Change გლობალური ინიციატივაა ახალგაზრდა ლიდერებისთვის შავი ზღვის ფართო რეგიონის ქვეყნებიდან, რომლებიც საჯარო, კერძო, სამოქალაქო, მედია და აკადემიურ სფეროებში საქმიანობენ.


სტუმრები 8 ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან, ბრაზილიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუმინეთიდან ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყნას და მის გეოპოლიტიკურ პოტენციალს გაეცნენ.


LEADx Change პროგრამის გამარჯვებულები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ, სადაც სააგენტოში არსებული ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს და ქვევრის ღვინო დააგემოვნეს.


ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ქართული ღვინის ტრადიცია გააცნო და დარგის განვითარებასა და პერსპექტივებზე ესაუბრა.


LEADx Change პროგრამის გამარჯვებულები საქართველოში ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის მაგისტრის, ზვიად არძიმბაიას ინიციტივით ჩამოვიდნენ.


LEADx Change-ს ორგანიზებას უწევს ტაფტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).