გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

როგორ შევხვდეთ 2018 წელს და როგორ ჩავუთქვათ საახალწლო სურვილები

31-12-2017

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2018 წელი ყვითელი, მიწიერი ძაღლის წელია. უპირველესად აღსანიშნავია, რომ ჩინური კალენდრის თანახმად ძაღლის წელი მხოლოდ 2018 წლის 16 თებერვლიდან იწყება, თუმცა მიუხედავად ამისა, მასთან შესახვედრად 31 დეკემბრიდანაც რომ დავიწყოთ მზადება, არაფერი დაშავდება, რადგან 1 იანვრიდან უკვე მიწის სტიქიის გავლენა იწყება.

უნდა ვიცოდეთ, რომ ძაღლი ყოველთვის ითვლებოდა ერთგულების სიმბოლოდ, ამიტომ ეს დღე მეგობრებთან და ოჯახთან ერთად უნდა გაატაროთ.

ყვითელი ძაღლის წელიწადი  მდიდარი იქნება სხვადასხვა საინტერესო მოვლენებით, ეს არის პატიების და მშვიდობის წელიწადი. ამიტომ, აუცილებელია ყველა წყენა და უსიამოვნო განცდა წარსულში დატოვოთ. ძაღლს მშვიდობა უყვარს და ვერ მოითმენს კონფლიქტებს და აგრესიას.

ძაღლისთვის, როგორც ამ წლის მთავარი მოვლენისთვის, მნიშვნელოვანია თავისი სტიქიის, ანუ მიწის სტიქიის ფერები - ყვითელი, ატმისფერი, ყავისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი და ხორცისფერი.

სიტუაცია სახლში უნდა იყოს თბილი, კომფორტული და წყნარი, შეეცადეთ ეკოლოგიურ სტილში მოაწყოთ სახლში, მაქსიმალურად სუფთად, აკურატულად და სადად. გამოიყენეთ ნატურალური ნივთები. ეცადეთ ასმიამოვნოთ ძაღლს და ისიც ვალში არ დაგრჩებათ.

მაგიდაზე აუცილებლად დააწყვეთ სანთლები. ცეცხლი სითბოსთან ასოცირდება და ქმნის სადღესასწაულო განწყობას. შეეცადეთ სანთლები იყოს ღია ან ნეიტრალურ ფერებში.

ძაღლი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, იცავს ფულს ქურდებისგან და არასასურველი დანახარჯებისგან, ამიტომ კარგი იქნება, თუკი ყვითელ მონეტას დადებთ ყოველი თეფშის ქვეშ. ხოლო ვერცხლისფერი მონეტები მაგიდის კუთხეებში დადეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ცხოველი უფრო მეტად სწყალობს უბრალოებას, ვიდრე პომპეზურობას.

რა თქმა უნდა, სუფრაზე უნდა იყოს ბევრი კერძი, ვინაიდან და რადგანაც, ძაღლებს ძალიან უყვართ ჭამა. სასურველია, მაგიდაზე დადოთ მთლიანი შემწვარი ქათამი, ხოლო სალათები მორთოთ ისე, რომ ძაღლის იერსახე მიიღოს.

ასევე, არ დაგავიწყდეთ დადოთ ძაღლის პატარ-პატარა ფიგურები. სალფეთქებიც გამოიყენეთ ყვითელი ან სხვა ღია ფერის. გახსოვდეთ, 2018 წელი იქნება ისეთი, როგორი განწყობითაც მას შეეგებებით.

სურვილის ჩაფიქრება და მისი ასრულების რწმენა ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ატრიბუტია.

როგორც ამბობენ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ყველა ნატვრა სრულდება, მთავარია გულით ჩაიფიქრო და დადებითი ენერგიით დამუხტო. სურვილების ასახდენად ადამიანები სხვადასხვა სახის რიტუალსაც მიმართავენ. „ნიუპოსტი“ გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ რიტუალებს და ყველა კეთილი სურვილის ახდენას გისურვებთ. 

1. სურვილი ფურცელზე

ვიდრე ღამის 12 საათი შესრულდება, ფურცელზე სურვილი დაწერეთ, დაწვით, ჭიქაში ფერფლი ჩაყარეთ და დალიეთ - ეს ყველაფერი 1 წუთში უნდა მოასწროთ.

2. ნახტომი მომავალში

სანამ 12 სთ ჩამოკრავს, დადექი სკამზე, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე თავი იმ სამყაროში, სადაც შენი ოცნება უკვე ასრულდა. როგორც კი დადგება ახალი წელი, გადმოხტი სკამიდან – ეს იქნება ახალი ნაბიჯი ახალ წელში.

3. სურვილი ბალიშის ქვეშ

ასევე პოპულარულია პატარა ფურცლებზე სურვილების ჩამოწერა და ბალიშის ქვეშ დაწყობა. დილით ბალიშიდან მხოლოდ ერთი ფურცელი აიღეთ და წაიკითხეთ - რა სურვილიც ფურცელზე დაწერეთ, აგისრულდებათ.

4. საახალწლო ბარათი 
ახალი წლისთვის დაწერე შენი ოცნება ფურცელზე, ჩადე მისალოცი ბარათში და გაუგზავნე შენს თავს ფოსტით. ეს ოცნება დაწერე ისე თითქოს უკვე ასრულებულია.

5. სურვილი ნაძვის ხეზე 

ბევრ ქვეყანაში ფურცელზე დაწერილ საახალწლო სურვილებს, ლამაზად აფორმებენ და ნაძვის ხეზე ჰკიდებენ , როგორც ამბობენ ეს არის ყველაზე მოკლე გზა ახალი წლის ღამეს სურვილების ასახდენად. 

6. ფინანსების მოსაზიდად

ახალი წელი, რომ ბარაქიანი იყოს ნაძვის ხეს ხურდებითა და კუპიურებით რთავენ.
საახალწლო რიტუალები როგორც ვხედავთ ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა აქ ყველაზე მთავარი ერთი რამ არის, განწყობა - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.

, გიამბობთ იმის შესახებ თუ რა საახალწლო ცრურწმენები აქვთ და როგორ იფიქრებენ სურვილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

იტალია - სანამ საათი 12-ჯერ ჩამოკრავს და ახალი წელი შემობრძანდება, იტალიელები ყურძნის 12 მარცვალს მიირთმევენ და თან სურვილს იფიქრებენ.

მათი აზრით ყურძნის 12 მარცვალი ჯანმრთელობისა და ფორტუნის კეთილგანწყობის სიმბოლოა.

ამ დროს აუცილებელი პირობა გახლავთ ის, რომ ყურძნის კურკები არ უნდა გადაყლაპო. ეს საახალწლო ჯადოქრობის მნიშვნელოვან ატრიბუტად ითვლება.

შოტლანდია - აქ საახალწლო ტრადიციებისა და რიტუალების ეპიცენტრი გახლავთ ბუხარი.

მთელი ოჯახი სწორედ ცეცხლის პირას ხვდება ახალ წელს და საახალწლო სურვილსაც სწორედ ცეცხლს ანდობენ.

ახალი წლის დადგომის შემდეგ კი ოჯახის უფროსი აღებს შემოსასვლელ კარს და მათი რწმენით ამ დროს სახლიდან უარყოფითი ენერგია გადის.

გერმანია - გერმანელები ახალი წლის დადგომისას დივნებსა და სკამებზე დგებიან, შედმეგ იატაკზე ხტებიან და გადახტომის პროცესში იფიქრებენ სურვილს.

ცნობისთვის ამ ტრადიციის ერთგულია ყველა ასაკის გერმანელი და უცხოელებში მათი ქცევა ხშირად იწვევს გაოცებას.

ბულგარეთი - ეს ქვეყანა ყველაზე რომანტიული საახალწლო ტრადიციის სამშობლო გახლავთ.

ახალი წლის დადგომისას ყველა ბულგარელის იჯახში, ერთი წუთით შუქს აქრობენ.

სიბნელეში შეყვარებულმა წყვილებმა ერთმანეთის პოვნა და კოცნა უნდა მოასწრონ.

ცრურწმენის თანახმად, ვინც ამას მოახერხებს, ყველა სურვილი აუხდება.

ბრაზილია - ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს ოკეანის პირას მიდიან და წყალში უშვებენ ყვავილებს ან სანთლით დამშვენებულ მინიატურულ გემებს.

ცრურწმენის თანახმად, ვის საჩუქარსაც ოკეანე მიიღებს და ნაპირზე არ გამორიყავს, მას საახალწლო სურვილები აუსრულდება.

წყარო: "გურიის მოამბე"