გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

9-07-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის „Food Contract Corporation“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, მათ შორის, ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე გამახვილდა.

საუბარი შეეხო მარცვლეული კულტურების შენახვა, გაშრობა, გადამუშავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებსაც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

ყაზახური კომპანიის „Food Contract Corporation“ წარმომადგენლები კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.