გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

10-07-2019

სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

ცეცხლი ვენახში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი. 

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.