გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ქართული ღვინის სახლი“: გვარამიას განცხადება იყო ბიზნესის შეურაცხყოფა

10-07-2019

გვარამიას განცხადება იყო ბიზნესის შეურაცხყოფა, ამის შესახებ „ქართული ღვინის სახლის“ მფლობელმა ზაზა კიკაბიძემ განაცხადა. 

„რუსეთის ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ყველა ჩვენს კონკურენტს შეუძლია რომ თავისებურად თარგმნოს გვარამიას განცხადება. ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს ეკონომიკის განადგურება სურს, როდესაც ისინი არ არიან კარგად, მათ უნდათ, რომ არც დანარჩენი საქართველო იყოს კარგად, ეს არის რეალობა“ - აღნიშნა ზაზა კიკაბიძემ. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უარყოფით გავლენას მოახდენს ყურძნის ფასებზე, რაც აზარალებს მევენახეებს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ შემდეგი განცხადება გააკეთა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.