გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის პირველი იანვრიდან კვლავ ძალაშია

2-01-2018

2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს დღეიდან იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდებათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში აღნიშნული მართვის მოწმობების შეცვლა 2018 წლის 1 აპრილამდე შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ დღეიდან ამოქმედდა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების მართვის მოწმობებს.

წყარო: newposts