გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დაკარგული რუსთაველი ბავშვი აფხაზეთში იპოვნეს

11-07-2019

4 წლის გოგონას კვალს, რომელიც მამამ ყოფილი ცოლისგან მოტყუებით წაიყვანა, სამართალდამცავებმა გუშინ მიაკვლიეს.


როგორც ბავშვის დედამ, თაკო გოგსაძემ განაცხადა, გოგონა და მამამისი თავდაპირველად ბათუმში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი მამამ ის მდინარე ენგურის გავლით აფხაზეთში გადაიყვანა. "ენგურის და ტყის გავლით გადაიყვანა აფხაზეთში. ეუბნებოდა, სადაც მივდივართ იქ ლამაზი ბუნებააო, ბავშვმა არ იცოდა სად მიჰყავდა მამამისს", - აცხადებს თაკო გოგსაძე.


როგორც 4 წლის გოგონას დედა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, შვილი მას სამართალდამცავებმა უვნებელი დაუბრუნეს. თაკო გოგსაძე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განსაკუთრებით რუსთავის პოლიციას გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის. მისი თქმით, რომ არა რუსთაველი სამართალდამცავების აქტიური და გულმოდგინე მუშაობა, შვილს ვერასდროს დაიბრუნებდა.


დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოებს პოლიცია 8 დღის განმავლობაში აწარმოებდა.


შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს თაკო გოგსაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა შვილისა და ბავშვის მამის ფოტოები და ხალხს მათ პოვნაში დახმარება სთხოვა. “თუ ვინმემ სადმე ნახეთ ეს ბავშვი და კაცი, გთხოვთ, მაშინვე მომწეროთ. ან ქუჩაში ან მარშუტკაში… მეოთხე დღეა, ვეძებთ. მამამისმა გადამალა, ვერ ვპოულობთ”, – წერდა ბავშვის დედა.


როგორც თაკო გოგსაძე აცხადებს, ის საზოგადოებას აუცილებლად მოუყვება ყოფილი ქმრის მიერ შვილის მოტყუებით წაყვანასთან დაკავშირებულ დეტალებს და იმას, თუ რა პირობებში ატარა მამამ 4 წლის გოგონა ბათუმიდან აფხაზეთამდე.


როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.


https://inforustavi.ge/