გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებებით 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

2-01-2018

პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, 44 ჰოსპიტალიზებულიდან 21 ბავშვია. 

„გუშინ დილის მონაცემებით, 40 ჰოსპიტალიზებული იყო, რომელთაგან 18 ბავშვია. წუხელ დაემატა 4 ადამიანი, აქედან - 3 ბავშვი“, - აღნიშნეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულებს ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული. ეს მონაცემები მხოლოდ თბილისის ფარგლებშია დაფიქსირებული.

წყარიო: "ინტერპრესნიუსი"