გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში სპორტის ახალი სახეობის Teqball-ის განვითარება იწყება

12-07-2019

უნგრული მხარე აჭარას სპორტის სახეობა ტექბოლის (Teqball) განვითარებაში დაეხმარება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა სათამაშო მაგიდაბათუმს საჩუქრად გადასცა.


ღონისძიებას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტექბოლის კომპანიის ხელმძღვანელი გრეგ მურანიდა უნგრელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.


ბათუმის დინამოს და უნგრელი ფეხბურთელების მონაწილეობით ტექბოლის მეგობრული თამაშიც გაიმართა.დღეისათვის ტექბოლი მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სპორტის სახეობაა.


თამაში 2014 წელს პროფესიონალმა სპორტსმენმა გაბორ ბორსანმა და კომპიუტერული სფეროს მეცნიერმა ვიქტორ ჰუსზარმა შექმნეს.

შარშან ჩემპიონატს საფრანგეთმა უნასპინძლა.


https://pia.ge/