გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ მეორე დღე მიმდინარეობს

12-07-2019

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილე და საერთაშორისო კონფერენცია დღეს შემაჯამებელი სესიით დასრულდება. ბათუმს 30-მდე ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ეწვია, მათ შორის არიან დიპლომატებიც.


დღს გაიმართება ბევრი თემატური პანელი, მიმდინარეობს რიგით მეექვსე სესია. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში სულ 9 სესიაა დაგეგმილი. ამ შეხვედრების ფარგლებში კონფერენციის დელეგატებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი მხრივ, შეაჯამონ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესი, და ასევე გამოკვეთონ გამოწვევები და დასახონ სამომავლო პერსპექტივები.


„მე-16 კონფერენცია დაემთხვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს. ეს არის კარგი დრო იმისთვის, რომ საქართველოს იზეიმოს წარმატება, რომელიც მას ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე აქვს - სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება და ა. შ.  საქართველომ ასევე უნდა იფიქროს სამომავლო პერსპექტივებზე, რაც მას აქვს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.


„გუშინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველოს უნდა შესთავაზოს გარკვეული პერსპექტივები. რა თქმა უნდა, ამ შეთავაზების ფარგლებში ბრიუსელმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ევროკავშირის, ასევე მისი წევრი ქვეყნების ინტერესები. თუ ორივე მხარის ინტერესი არ გავითვალისწინეთ, ჩიხში აღმოვჩნდებით. დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა აღიარებს, რომ საქართველოს რაღაც უნდა შევთავაზოთ. ეს აუცილებელია, რადგან ხალხს უნდა ჰქონდეს ხედვა, თუ რა იქნება მომავალში“, - აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ.


დღის ბოლოს გაიმართება შემაჯამებელი სესია, რომელსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა-2020: - გადავტვირთოთ და განვაახლოთ“ ჰქვია. ამ სესიის ფარგლებში მოდერატორები შეაჯამებენ ორდღიანი კონფერენციის განმავლობაში გახმოვანებულ გზავნილებს და შედეგებს და იმსჯელებენ იმაზე, თუ რა პერსპექტივები აქვს მომავალი 10 წლის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პლატფორმას.




https://imedinews.ge/ge/