გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორში შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელიც პიკაპით ქალს დაეჯახა, 250 ლარით დააჯარიმეს

12-07-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი გობეჯიშვილი 250 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტოში დაადასტურეს.


პრეს-სამსახურის განცხადებით, გობეჯიშვილის მიმართ, სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით, შეადგინეს. (მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.)


დადასტურდა, რომ გობეჯიშვილი ქალს სამსახურებრივი მანქანით დაეჯახა. 50-წლის მანდილოსანი პუშკინის ქუჩაზე, ქვეითების გადასასვლელით სარგებლობდა.


საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, შემთხვევის ადგილზე, არავინ დახვდათ. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ქალბატონი დაშავებული იყო და პიკაპის მძღოლმა წაიყვანა.


გობეჯიშვილი ხელმძღვანელ პოსტზე ორი თვის წინ დაინიშნა. ის 2012 წლამდე სამხედრო პოლიციაში მუშაობდა, თუმცა, იქიდან გათავისუფლების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.



https://www.qartli.ge/