გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ დასრულდა

12-07-2019

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის შემაჯამებელ სესიაზე, რომელსაც მოდერაციას უწევდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.



ორდღიანი დისკუსიების შემდეგ, სესიების პანელების მოდერატორებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის შედეგები შეაფასეს, ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის ერთმანეთს ახალი იდეები გაუზიარეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.



კონფერენციის ფარგლებში განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის განვითარება, დემოკრატიული ტრანსფორმაცია სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, შავი ზღვის უსაფრთხოება, ჰიბრიდული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.



დასკვნით სესიაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების შემდეგ მიღწეულ შედეგებზე, რომელიც ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების წინაპირობაა.

ასევე, ისაუბრეს ევროკავშირის მიზნებზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საჭიროა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ახალგაზრდობის დასაქმება და ასევე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, რომელიც კიდევ უფრო დაახლოებს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან.