გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დღეს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

13-07-2019

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშავს.


13 ივლისს აღინიშნება 12 მოციქულის ხსენების დღე. და რადგან, სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული, 13 ივლისის დღესასწაული სვეტიცხოვლობადაც იწოდება. 

13 ივლისს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურღიას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძარში. 

"წირვა დაიწყება 10:00 საათზე. ყველა მსურველს საშვის გარეშე შეეძლება გადაადგილება და დღესასწაულში მონაწილეობის მიღება. 

სვეტიცხოვლის მიმართულებით უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილით, 08:30სთ-ზე" - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.