გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფოთის მერიასა და საკრებულოში წინასაახალწლოდ 121 850 ლარის პრემია გაიცა

2-01-2018

ფოთის მერიასა და საკრებულოში წინასაახალწლოდ 121 850 ლარის პრემია გაიცა, – ამის შესახებ პირველ არხს ფოთის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

კერძოდ, საკრებულოში 56 850 ლარის პრემია, ხოლო მერიაში კი 65 ათასი ლარის პრემია გაიცა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფოთის მერმა პრემიაზე უარი განაცხადა.

„როდესაც ფოთში შეჩერებულია ყველა დიდი პროექტი და ქალაქის განვითარების პროცესი არ ხორციელდება, ჩინოვნიკებმა პრემიები არ უნდა აიღონ“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა ,,ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.

ოპოზიციის ბრალდებებს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია პასუხობს.

,,საახალწლოდ პრემიების დარიგებაში განსაკუთრებული არაფერია“, – განაცხადა კაკულიამ.

წყარო: "პირველი არხი"