გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ილია მეორე: ჩვენ თუ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ

13-07-2019

დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საღმრთო ლიტურგია აღავლინა სვეტიცხოვლის ტაძარში. 

"მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ასე რომ ეს არის ლოცვა კურთხევა თქვენთვის.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. 

ჩვენ თუ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ" - თქვა ილია მეორემ.

სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში მონაწილეები, რომელთაც პატრიარქისგან საპატიო სიგელები გადაეცათ.

წირვას ასევე დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.