3-01-2018
ორი დღის განმავლობაში ქუთაისის რეგიონალურ რეფერალურ ჰოსპიტალში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, ექვს მათგანს ზედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა, რამდენიმე ადამიანს კი კიდურის და თითების ამპუტაცია დასჭირდა.
დაზარალებთაგან ექვსი უკვე შინ აგრძელებს მკურნალონას, 6 პაციენტი საავადმყოფოში რჩება, თუმცა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ერთი ადამიანი დაშავდა საჩხერეში, რომელმაც ხელზე მძიმე დაზიანება მიიღო.
წყარო: newpress