გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში, საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

15-07-2019

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში საპატიო მოქალაქეები დაასახელეს.


წელს ეს სტატუსი ეროვნული სკოლის დამფუძნებელსა და მეათე საჯარო სკოლის დირექტორს ზური კუპრეიშვილს, კიკბოქსინგში სამგზის მსოფლიო ჩემპიონსდავით ქირიას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ზუგდიდის ცენტრის უფროსს მარინა წულეისკირი და ქორეოგრაფს რეზო ჩხეიძეს ერგოთ.


ისინი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ დააჯილდოეს.


„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ ჩვენი მუნციპალიტეტისა და ქვეყნის წინაშე, ღირსებულები, წარმატებულები და დიდი ამაგი მქონეები, ქალაქისა და ქვეყნისთვის“, - აღნიშნა შენგელიამ.


საპატიო ზუგდიდელებს სიმბოლურად „ზუგდიდის გასაღები“, ღვთისმშობლის კვართის ხატი და სიგელები გადაეცათ.


„ეს ნამდვილად იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ზუგდიდის საპატიო მოქალაქეობა და მადლობა ამისთვის“, - თქვა ზური კუპრეიშვილმა.


ზუგდიდის მერიის გადაყწვტილებით, საპატიო მოქალაქეებს ამიერიდან ყოველ ვლაქერნობის დღესასწაულზე დააჯილდოებენ. დღევანდელი ცერემონიაც დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.


ამ წუთებში კი დადიანების სასახლის ეზოში თბილისის ბიგ ბენდისა და „ქართული ხმების“ კონცერტი მიმდინარეობს.


ამ დრომდე საპატიო ზუგდიდელის ტიტული 2016 და 2017 წელს ექიმ ფრიდონ თოდუას, საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარე ოთარ ფაცაციას, ქორეოგრაფს თამაზ მოსიას, საგანგებო სიტუაციებისა მართვის სამსახურის უფროსს თამაზ უბილავასა, მეეზოვე ზაირა-თამარ სალიასა და ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს მიენიჭათ.


https://pia.ge/