გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კურორტ თეთნულდზე ზაფხულის სეზონი პირველად გაიხსნა

15-07-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ თეთნულდზე ზაფხულის სეზონი გახსნა.


სვანეთში არსებული კურორტი თეთნულდი პირველად უმასპინძლებს ვიზიტორებს ზაფხულში. საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 16:30 საათამდე იმუშავებს.


კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კმ-ში მდებარეობს. დამსვენებლებს თეთნულდზე სავარძლის ტიპის ოთხი საბაგირო დახვდებათ. საბაგიროს მეშვეობით კი შესაძლებელია ზღვის დონიდან უმაღლეს წერტილზე 3160 მეტრის სიმაღლეზე მოხვედრა, სადაც თეთნულდისა და უშბის ულამაზესი ხედებია.


კურორტი ჰაწვალი კი თვეზე მეტია მასპინძლობს ვიზიტორებს. ჰაწვალი მესტიიდან რვა კმ-ში მდებარეობს, სადაც დამსვენებლებს ორი საბაგირო ემსახურება. საბაგიროები ყოველ დღე 10:00 საათიდან 17:30 საათამდე მუშაობს.




https://1tv.ge/